საზოგადოება
ახალციხეში საინჟინრო ლაბორატორია გაიხსნა
ლაბორატორია „კარიტასი საქართველოს", „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა და წამყვანი ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის (წტსკ) პარტნიორობით შეიქმნა.

ლაბორატორია სახელად „არმათი“  ჯავახეთში მხოლოდ ოთხია.

გახსნის ცერემონიას ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სოს საჰაკიანი, ფონდის დირექტორი სამველ მკოიანი, სასულიერო პირები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ.

პროგრამა ხელს უწყობს ჯავახეთში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას, ტექნოლოგიური დასაქმების გაფართოებას, დამატებით ეკონომიკურ აქტივობას, ქმნის სამუშაო შესაძლებლობებს და მშობლიურ სოფელში დარჩენის პერსპექტივებს.

ახალციხის „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორიაში დაახლოებით 60 ბავშვი უკვე დარეგისტრირდა.

სომხეთის, არცახისა და საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 250-ზე მეტი „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორია, სადაც 6500-ზე მეტი ბავშვი იღებს უფასო საინჟინრო განათლებას
| Print |