საზოგადოება
დავით გაბოძეს დახმარება ესაჭიროება

 


ახალციხელი ოპერატორი, 2011 წლის იანვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ეტლს მიეჯაჭვა და მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

34 წლის დავით გაბოძემ, რომელსაც მეგობრები ,,ჭიას" სახელით იცნობენ, მკერდს ქვემოთ მგრძნობელობა დაკარგა. დღეს, ახალგაზრდა მამაკაცს საფრანგეთში, სამკურნალოდ წასასვლელად 4 000 ლარი ესაჭიროება.

ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის" ოპერატორი და ავარიის შემდეგ უკვე მემონტაჟე, საზოგადოების ინფორმირებულობისთვის ორგანიზაციაში 2019 წლამდე მუშაობდა.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დღეს იგი საზოგადოებისგან თავად საჭიროებს დახმარებას. ვირუსის შედეგად გაუჩნდა ნაწოლები ორივე გვერდზე, საშარდე ბუშტში ჩადგმული მილების გარშემო ადგილები დაჩირქდა, რის შედეგად განვითარდა სეფსისი.

მისუსტებული ,,ჭია" ოჯახმა მკურნალობაზე დაითანხმა, თუმცა საზღვარგარეთ გასამგზავრებლად მას თანხა ჭირდება, რისი საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. "საქართველოს ბანკში" დავით გაბოძის სახელზე გახსნილია ანგარიში.

თქვენგან გადარიცხული 1 ლარიც კი მნიშვნელოვანია.

საქართველოს ბანკი;

მიმღები დავით გაბოძე

GE10BG0000000302243900

 

| Print |
თეგები: დავით გაბოძე /