საზოგადოება
ბორჯომში უკანონოდ წართმეული მიწების შესახებ საპროტესტო აქცია იმართება (ვიდეო)
„დაგვიბრუნეთ უკანონოდ წართმეული მიწები“-ამ ლოზუნგით დღეს,ბაკურიანსა და მიტარბში მცხოვრებმა მოსახლეობამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიასთან აქცია გამართა.აქციაზე, ადგილობრივები მიწის რეგისტრაციის პროცესში შექმნილ ხარვეზებს აპროტესტებდნენ და მერიისგან მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის დროულად გაცემას ითხოვდნენ.როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ აღნიშნული პრობლემა ათეულობით წელია არსებობს და მის შესახებ ინფორმაციას ფლობს როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური ხელისუფლება.

აქციაზე იმყოფებოდა ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გედევან ფოფხაძე.მისი განცხადებით მოქალაქეების მოთხოვნა სამართლიანია.როგორც იურისტი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს,რომ სამართლებრივ პრობლემაზე მეტად აქ პოლიტიკური ნების გამოვლენის საკითხი დგას.

აქციის მონაწილე მოქალაქეების ადვოკატი აცხადებს,რომ პრობლემას ადგილობრივი ხელისუფლება ქმნის,მოქალაქეები მერიისგან წერილობით განცხადებებზე პასუხს წლობით ელიან,რაც აფერხებს მიწების დარეგისტრირების პროცესს.ადვოკატი ვარაუდობს,რომ მერია მოქალაქებს განცხადებებზე პასუხს მიზანმიმართულად არ სცემს,ეს პროცესი შეჩერებულია,რადგან სახელმწიფოს სურს მოქალაქეების კუთვნილ მიწებს უკანონოდ დაეპატრონოს, შემდეგ კი გასხვისოს.

რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას,ეს ამ ეტაპზე უცნობია.აქციის მიმდინარეობის პერიოდში, ბორჯომში, არ იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები.

წყარო:https://borjomi.tv/

| Print |