საზოგადოება
საქართველოში გაცემული მუდმივი ბინადრობის მოწმობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

 

2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა 20 811 უცხოელს აქვს მინიჭებული, საიდანაც 44% რუსეთის მოქალაქეებზე მოდის - ამის შესახებ მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული.

16%-ით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, მუდმივი ბინადრობის მოწმობა აზერბაიჯანის 3 189 მოქალაქეზეა გაცემული. 2 211 მოწმობაა გაცემული სომხეთის მოქალაქეებზე, 1 718 მოწმობა - უკრაინის, 3 946 კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე. 

რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობებს, კვლევის მიხედვით, გაცემულია 31 356 მოწმობა. მათ შორის ლიდერობენ ირანის მოქალაქეები - 7 279 მოწმობა, შემდეგია ინდოეთი - 5 951 მოწმობა, მესამე ადგილზეა რუსეთი - 4 028 მოწმობით.

ამასთან, ბინადრობის მოწმობების მფლობელ უცხოელთა ნახევარზე მეტი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით თბილისშია რეგისტრირებული, ხოლო დაახლოებით 1/3 ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

წყარო: bpn.ge

| Print |