საზოგადოება
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ

 

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის მსურველების მოსმენა დღეს დასრულდება. დეპუტატების კითხვებს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლე, ახალციხის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, გოჩა ჯეირანაშვილი უპასუხებს.

როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრის ჩატარება დღეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია და დაგეგმილი აქვს კონსულტაციების გამართვა კომიტეტის საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

ცნობისთვის, უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლის 20 ვაკანტური ადგილია.
| Print |