საზოგადოება
"მეცხრე არხი" კიევში ჟურნალისტური თხრობის ლაბორატორიას დაესწრო
7-9 ნოემბერს კიევში ჟურნალისტური თხრობის ლაბორატორია ჩატარდა.

ღონისძიებაში ინტერნიუსი -საქართველოს პარტნიორი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები - (მე-9 არხი) და (მეგა TV) მონაწილეობდნენ. ლაბორატორიას აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის 10 ქვეყნიდან 25 წარმომადგენელი დაესწრო.

მონაწილეებმა ისაუბრეს ტენდენციებზე და ახალ მიმართულებებზე, როგორიცაა "გადაწყვეტილებების ჟურნალისტიკა", ახალი სოციალური პლატფორმები ჟურნალისტიკაში (Instagram, Tik Tok), ინფორმაციის მიწოდება მოზარდებისთვის.

თხრობის ლაბორატორიის მიზანია, ჟურნალისტებს ახალი მიმართულებები გააცნოს და მომხმარებელს განსხვავებული პლატფორმა შესთავაზოს.

,,ახალგაზრდებისთვის და მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პლატფორმები, როგორიცაა ინსტაგრამი, ტიკ-ტოკი. ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ ეს პლატფორმები თავინათ საქმიანობაში.
ტრენინგი ძალიან პრაქტიკული იყო. კონკრეტულად ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ეს გამოცდილება სხვადასხვა ქევყნებში დავამკვიდროთ. მსგავსი შეხვედრების შემდეგ, ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ მოტივაცია, რომ უფრო საინტერესოდ იმუშაონ“, TV9NEWS.GE-სთან გვიყვება ინტერნიუსი საქართველოს წარმომადგენელი მაია მიქაშავიძე.
| Print |