საზოგადოება
რომელი თარიღი გამოცხადდება ,,სამშობლოს დღედ"
საქართველოში უქმე დღეების რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს - აღნიშნული ცვლილება „შრომის კოდექსში“ იგეგმება.

კანონპროექტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ წარადგინა.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები 14 მაისის, თამარ მეფის ხსენების დღის - სამშობლოს დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს დღე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი იქნება და ყოველ წელს, 14 მაისს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სახალხო დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება.

კანონპროექტის თანახმად, შრომის კოდექსის დადგენილ უქმე დღეების ჩამონათვალს დაემატება - 14 - მაისი ,,სამშობლოს დღე“.

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.
| Print |