საზოგადოება
,,მთავრობამ უნდა იცოდეს, რა სიძნელეები გვაქვს" - დეპორტირებული მესხი (ვიდეო)
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა ახალციხეში გადასახლებულ მესხების შთამომავლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც დეპორტირებული მესხებისთვის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას, დასაქმებას, სადაზღვევო სისტემით სარგებლობას და ყველა იმ საკითხს უკავშირდება, რომელიც მოქალაქეობის არ ქონის გამო ექმნებათ.

მუსლიმი მესხებით 20 ათასამდე ოჯახი, რაც დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანს მოიცავდა ისტორიული მესხეთის ტერიტორიიდან 1944 წელს გადაასახლეს.

,,მთავრობამ უნდა იცოდეს რა სიძნელეები გვაქვს მოქალაქეობის არ ქონის გამო. ვერც დაზღვევით, ვერც საავადმყოფოთი, ვერც სამსახურით ვერ ვსარგებლობთ" - ჩივის გულო მურსალოვა - ყურაძე.

სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან ასათიანის თმით, მათ ვინც მიიღო რეპატრიაცის სტატუსი და შემდგომ გამარტივებული წესით საქართველოს მოქალაქეობა უჩნდებათ პრობლემა სხვა ქვეყნის ანუ კონკრეტულ შემთხვევაში აზერბაიჯანის მოქალაქეობიდან გამოსვლის, ხოლო მეორე მხრივ პრობლემა მდგომარეობს იმაშიც, რომ საკითხი საქართველოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება.



| Print |