საზოგადოება
აბასთუმანს და მიმდებარე სოფლებს გაზი არ მიეწოდება
დაბა აბასთუმანს და ადიგენის ექვს სოფელს, ბუნებრივი აირის მიწოდება 17 ნოემბერს, გამთენიისას შეუწყდა. "სოკარ ჯორჯია გაზში" იმედოვნებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება აბონენტებს საღამოს აღუდგებათ. გაზის გათიშვის მიზეზად კი ავარიას ასახელებენ.

"გუშინ ღამით სატვირთო ავტომობილმა მილსადენი დააზიანა. დაეჯახა მილს, რომელიც მიწიდან ამოდის. სამუშაოები დაწყებულია, აღდგენას დღეს დაასრულებენ და დაიწყებენ ეტაპობრივად გაზის მიწოდებას",
- გვითხრეს კომპანიაში.
| Print |