საზოგადოება
აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელებთან 24 საათიან მორიგეობას აწესებენ

 

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებსაც პარლამენტის შენობის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი, ტერიტორიაზე 24 საათიან მორიგეობას დააწესებენ.

მათივე ინფორმაციით, საკანონმდებლო შენობა პიკეტირებული იქნება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

„ჩვენ არ მივცემთ ბიძინა ივანიშვილის პირად მომსახურე პერსონალს ამ შენობაში შესვლის საშუალებას. თუ უნდათ, რომ ამ შენობაში დაჯდნენ, მაშინ დანიშნონ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები“,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

 

| Print |