საზოგადოება
თავისუფლება ვაჟა ექიმს - "თეთრი ხალათების" აქცია ახალციხეში
ახალციხეში, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით გამართულ "თეთრი ხალათების" აქციას შეუერთდნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კლინიკის ეზოებში შეიკრიბნენ და ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული კოლეგის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

ექიმების თქმით, გაფრინდაშვილი ჰროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და მისი დაკავება ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უსამართლოა. აქციას ახალციხის "ევექსის" რეფერალური ჰოსპიტალის, კლინიკა "იმედის", სამედიცინო ცენტრ "სიცოცხლის ხეს" მედიკოსები და "ფარმადეპოს" ფარმაცევტები შეუერთდნენ. 

ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხრა ნოემბერს დააკავეს. ის საზღვრის გადაკვეთას არ აღიარებს, ამიტომ მას ორთვიანი პატიომრობა მიუსაჯეს. ექიმი ცხინვალის ოზოლატორში რჩება.

| Print |