საზოგადოება
სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა
სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა კორდონის გარღვევა დაიწყო. მომიტინგეები სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ხელებაწეულები ხვდებიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "საქართველო". სპეცრაზზმა წყლის ჭავლი გამოიყენა, თუმცა მომიტინგეები ადგილზე რჩებიან. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. 

ამ დროისთვის პარლამენტის შენობა ყველა მხრიდან სპეცდანიშნულების რაზმის ალყაშია. საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართება სპეცრაზმი რესპუბლიკის მოედნიდან, ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან, საიდანაც ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე გავიდნენ.

სპეცრაზმი პარლამენტისკენ მას შემდეგ დაიძრა, რაც აქციის მონაწილეებისთვის შსს-ს მიერ მიცემული ვადა ამოიწურა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები.
თუ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება არ მოხდება, ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს', - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
| Print |