საზოგადოება
ახალციხეში მოსახლეობას დისკრიმინაციის ფორმების შესახებ პროკურორები ესაუბრნენ

 

დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ახალციხეში იმსჯელეს. რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა სომეხ მოქალაქეებთან, მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. დისკრიმინაციის საკითხებზე პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ ისაუბრა. მანვე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ნიშნით განსხვავებული ადამიანების თანასწორობა, საქართველოს კონსტიტუციით და იუნესკოს დეკლარაციით არის დაცული.

პროკურორის თქმით, დისკრიმინაციული ნიშნების შემცველი დანაშაულების გამოვლენა საგამოძიებო უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ახალციხის რაიონულ პროკურტურას ასეთი რამდენიმე საქმე აქვს შესწავლილი.

შეხვედრის დასასრულს პროკურორებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს. მოქალაქეებს ძირითადად, ძალადობის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია აინტერესებდათ.
შეხვედრა ევროპის საბჭოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის „მე ვირჩევ ევროპას“ ფარგლებში, ახალციხის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით ჩატარდა. მსგავსი სახის ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

 


| Print |