საზოგადოება
დისკრიმინაცია და თანასწორობა - დისკუსია ახალციხეში

 

თანასწორობის კვირეულის ფარლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დისკრიმინაციის და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა ჩატარდა.
კამპანიაში „მე ვირჩევ თანასწორობას“ მონაწილე სხვადასხვა უწყებებმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა თავიანთი მანდატისა და საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. მომხსენებლებმა მონაწილეების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის მონაწილეებს თანასწორობასა და ტოლერანტობაზე მომზადებული ვიდეორგოლები აჩვენეს.

შეხვედრის მიზანს თანასწორობისა და მრავალფეროვნობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტობის განმტკიცება წარმოადგენდა.

ევროპის საბჭო პარტნიორ უწყებებთან ერთად, თანაწორობის კვირეულს საქართველოში პირველად ახორციელებს. ღონისძიებების მიზანია თანასწორობის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“ 15 ნოემბერს დაიწყო და 22-ში დასრულდება.

 


| Print |