საზოგადოება
ახალციხის ცხრა ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა

 

ქალაქ ახალციხეში, კოსტავას, თაყაიშვილის, დიდიმამიშვილის, მესხეთის, მებაღიშვილის, თაბუკაშვილის, გორგასლის, წერეთელისა და რუსთაველის ქუჩებზე, მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. 1 317 აბონენტი წყლის გარეშე 18:00 საათამდე იქნება.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ ზოგიერთ აბონენტთან წნევა დაიწევს. მიზეზი დანიელაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიაა. ქალაქის პარკში ცენტრალური მილი დღეს, 26 ნოემბერს გასკდა. დაიტბორა პარკის მცრე ნაწილი. 

ახალციხის ცენტრალურ პარკში წყლის მილი გასკდა
| Print |