საზოგადოება
როგორ აპირებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გაგრძელებას
ახალციხის ბავშვთა და მოზარდთა გავითარების ცენტრმა ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა. ორგანიზაციის თანამშრომლებმა იმ მომსახურებებზე ისაუბრეს, რომელსაც ბენეფიციარებს უწევენ. ერთი წლის განმავლობაში ცენტრს დახმარებისთვის 22-მა ბავშვმა მიმართა. ძირითადი ჩვენებები მეტყველების დარღვევა, აუტისტური სპექტრის აშლილობა და ქცევის მართვა იყო.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას ახალციხის და ადიგენის სკოლების მასწავლებლები, საბავშვო ბაღის მენეჯერები და სპეციალური პედაგოგები ესწრებოდნენ. მათი თქმით, მენტალური პრობლემების მქონე ბავშვებთან მუშაობისას დიდ როლს მშობლები ასრულებენ, ამიტომ სამომავლო გეგმებიც ამის მიხედვით დასახეს. ცენტრის წარმომადგენლები აპირებენ, რომ მშობლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა ჩაატარონ. 

ცენტრი რეგიონის მასშტაბით, 16 წლამდე ბავშვების მომსახურებას ითვალისწინებს, რომლებსაც გონებრივი შეზღუდვა, მენტალური ან განვითარების პრობლემები აქვთ. ბენეფიციარებთან ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, ადრეული განვითარების სპეციალისტი და ლოგოპედი მუშაობს.

| Print |