საზოგადოება
ადიგენში საახალწლო მორთულობაზე 23 716 ლარია გათვალისწინებული
დაბა ადიგენში, 2020 წლის შესახვედრად, საახალწლო განათების შესყიდვასა და მონტაჟზე ტენდერი გამოცხცადდა. წინადადებების მიღება ცხრა დეკემბერს სრულდება. პირობების მიხედვით, დაბის მორთვა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 25 დეკემბრისა.

დაბა ადიგენის შემოსასვლელიდან უნდა მოხდეს გარე განათების 37 ბოძის მორთვა, ორივე მხრიდან უნდა ჩამოიკიდოს მანათობელი ვარსკვლავი და მოხდეს ლედ სტრინგის დახვევა. უნდა მოირთოს მერიის შენობა და მიმდებარე სკვერში 30 ხე, ადმინისტრაციულ შენობაზე უნდა გაკეთდეს ე.წ. ლედ შლანგით ციფრები „2020“,
სტრინგებისა და ლედ განათების გარდა, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეიძინოს მანათობელი თოვლის ბაბუა (არანაკლებ 1.8მ. სიმაღლის), მანათობელი ირემი (არანაკლებ 2მ. სიმაღლის), ორი მანათობელი ანგელოზი საყვირით და გულით (თითოეული არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის). ქუჩები ასევე უნდა მოირთოს მანათობელი ფიფქებით.

ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ ტკბილეულისთვის ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება.
| Print |