ბასილას პურები, ქადა–ხაჭაპურები, გოზინაყი და ჰალვა ბაქმაზით, ნაბახუსევზე კერძი ყაისაფა – ეს იმ საახალწლო ტრადიციული კერძების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც მესხეთში დღესასწაულებზე ამზადებენ.
დიასახლისები საახალწლოდ სამზარეულოს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ, ამიტომ ისინი ცდილობენ რომ სუფრა მრავალფეროვანი და ტრადიციული კერძებით გაშალონ.