საზოგადოება
"სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რა შემთხვევაში ირღვევა ქალთა უფლებები" - პროკურორი
„ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება და დისკრიმინაციული ძალადობა“ თემაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროკურორმა და სტუდენტებმა იმსჯელეს. კახა ლეკიშვილი შეხვედრის მონაწილეებს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და დაცვის საკანონმდებლო მექანიზმებზე ესაუბრა.

საჯარო ლექცია სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა, მას განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, აკადემიური პერსონალიც ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა პროკურორს კითხვები დაუსვეს.

25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, საქართველოში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის გლობალური კამპანია მიმდინარეობს. მასში საქართველოს პროკურატურა მონაწილეობს, რომლის ფარეგლებშიც აღნიშნული შეხვედრა გაიმართა.

| Print |