საზოგადოება
„ერთად ხატიასთვის“ - საქველმოქმედო აქცია ახალციხეში ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად
21 წლის ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად ახალციხეში საქველმოქმედო აქცია იმართება. 20-მდე ახალგაზრდა ბორჯომი-ახალციხის ცენტრალურ გზაზე ბანერებით დგას და ახალგაზრდა გოგოს მკურნალობისთვის თანხას აგროვებს.

ტრაფარეტები, რომლებიც ყოველ 30 მეტრშია განთავსებული, ხატია პარუნაშვილის შესახებ ინფორმაციას შეიცავს. მძღოლებს ბოლო ბანერთან შესაწირი ყუთი ხვდებათ, სადაც სურვილისამებრ, თანხის ჩაყრა შეუძლიათ.

21 წლის ადიგენელი ხატია პარუნაშვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. იგი თურქეთში,  მკურნალობის ძვირადღირებულ კურსს გადის.

დახმარების მსურველებისთვის გახსნილია ანგარიში.

თიბისი ბანკი - GE31TB7146945061100061

საქართველოს ბანკი - GE34BG0000000161580664GEL

მიმღები მარიამ პარუნაშვილი.

ხატიას მკურნალობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ სატელეფონო ზარითაც, რომლის ღირებულებაც ერთი ლარია. 0 901 700 177

| Print |