საზოგადოება
ახალციხეს ორი დღე წყლის მიწოდება შეეზღუდება

 

ქალაქ ახალციხეში მოსახლეობას სასმელი წყალი შეუწყდება. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ინფორმაციით, წყალი 9 დეკემბერს, 08:00 საათზე, ორი დღით, 2 473 აბონენტს შეწყდება. მიზეზი ახალ რეზერვუარებზე მიერთებაა.

„800-ტონიანი რეზერვუარი გვქონდა, ავაშენეთ 2 000ტონიანი. გადართვის სამუშაოებს ვიწყებთ, რომ ახალი წყალი შემოვუშვათ. წყალმომარაგების აღდგენის შემდეგ აბონენტებს გაუუმჯობესდებათ წყლის ხარისხი და წნევა. გაიზრდება მიწოდების ხანგრძლივობა“, - ამბობს კომპანიის რეგიონული ოფისის მენეჯერი ბესიკ ფილაური.

წყალმომარაგება შეუწყდება ქუჩებს: წერეთელი, დიდიმამიშვილი, თაყაიშვილი, გორგასალი, კოსტავა, მებაღიშვილი, მესხეთი, თაბუკაშვილი, იაძე, ივერიელი, კეცხოველი, მეგობრობა, ფარნავაზ მეფე, გამსახურდია, პეტრე იბერი, მანველიშვილი, ნათენაძე, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, ი.ათონელი, ფალიაშვილი, წიქვაძე, ნიკოლაძე, გამრეკელი, მაისურაძე, ჩოლოყაშვილი, დანიელაშვილი, მიქუტიშვილი, თუმანიანი.

წყლის მიწოდება აბონენტების ნაწილთან 10 დეკემბერს, სრულად ქალაქში კი 11 დეკემბერს აღდგება.
| Print |