საზოგადოება
ხატია პარუნაშვილისთვის ახალციხეში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა (ვიდეო)

„ერთად ხატიასთვის“ - სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა ადიგენელი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად კიდევ ერთხელ გაერთიანდა. მოქალაქეები საქველმოქმედო აქციაში - გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე ჩაერთვნენ.

უანგარო დონაციის აქცია 11 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. სისხლი მოხალისეებს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა აუღო. ბიოლოგიური მასალა დამუშავდება და სისხლის ბანკის რეზერვში განთავსდება, თითოეულის თანხას კი ხატია პარუნაშვილი მიიღებს.

21 წლის ადიგენელი ხატია პარუნაშვილს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა. იგი თურქეთში, მკურნალობის ძვირადღირებულ კურსს გადის.

დახმარების მსურველებისთვის გახსნილია ანგარიში.

თიბისი ბანკი - GE31TB7146945061100061

საქართველოს ბანკი - GE34BG0000000161580664GEL

მიმღები მარიამ პარუნაშვილი.

ხატიას მკურნალობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ სატელეფონო ზარითაც, რომლის ღირებულებაც ერთი ლარია. 0 901 700 177
| Print |