საზოგადოება
საახალწლო სამზადისი ახალციხეში (ვიდეო)
ამ წუთებშიც მიმდინარეობს ქალაქის მორთვა საახალწლო ინვენტარებით. ჯერ არ დასრულებულა 16-მეტრიანი, მთავარი ნაძვის ხის აწყობა. ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდება, რომ 2020 წელს ახალციხელები კონცერტით და სხვადასხვა აქტივობებით შეხვდებიან.

საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 24 813 ლარი გამოიყო.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 2020 წლის საახალწლო ილუმინაციები და განათებები უნდა დაამონტაჟოს ქალაქ ახალციხის 14 სკვერში, ვალეში, სოფელ სხვილისში, წყალთბილაში, აწყურში, აგარაში, წნისში, მინაძესა და მუსხში.

ახალციხის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის ოთხი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ჯამში დღესასწაულისთვის 62 000 ლარია განსაზღვრული.
უნდა უზრუნველჰყოს თოვლის პაპის, სანტაკლაუსისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობა წინასაახალწლო ღონისძიებებში.

თანხა გათვალისწინებულია ბანერზე წარწერით - "გილოცავთ შობა-ახალ წელს!". ასევე, საახალწლო ფიგურების დამზადებასა და მონტაჟზე.

სამუშაოები 2019 წლის 27 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო დემონტაჟი 2020 წლის 16 იანვრიდან 20 იანვრამდე განხორციელდეს.

ნაძვის ხის მოსართავებისთვის მერიამ ცალკე ტენდერი 13 500 ლარზე გამოაცხადა.

საახალწლო განათებებისთვის 11 000 ლარი, ტკბილეულისთვის კი 12 973 ლარია გათვალისწინებული.




| Print |