საზოგადოება
სამინისტროებმა შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 121,8 მლნ ლარი დახარჯეს

 

2019 წლის 9 თვეში, ყველა სახელმწიფო უწყებაში მომუშავე შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებაზე, ბიუჯეტიდან 174,3 მლნ ლარი დაიხარჯა. ეს კი 17,4 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროებს, მათ მიერ შტატგარეშე თანამშრომლებზე 121,8 მლნ ლარი გაიხარჯა:
  • ფინანსთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 3,3 მლნ ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო: 5,7 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 31,1 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო: (ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული - აუდიტის სამსახური)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო: 15 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 11,3 მლნ ლარი
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 50,6 მლნ ლარი.
შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებით კი სამინისტროების ნაწილს აუდიტის სამსახურისთვის მონაცემები მიწოდებული არ აქვს, მათ შორის არიან - ფინანსთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შსს.

ეკონომიკის სამინისტროში შტატგარეშე დასაქმებულია 592 ადამიანი, იუსტიციის სამინისტროში 2 211 ადამიანი, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 351 თანამშრომელი, გარემოს დაცვა - 1 804 ადამიანი.

 

| Print |