საზოგადოება
ქუჩა - უპატრონოების თავშესაფარი

 

ახალციხეში უპატრონო ძაღლები ქალაქის ცენტრალურ პარკსა და ქუჩებზე, ჯგუფ-ჯგუფად დადიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხოველები ხშირად, აგრესიულები არიან.

რეგიონული თავშესაფრის აშენებამდე, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა ახალციხის მერიამ "გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოს" მიანდო. თვითმმართველობამ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს 4 950 ლარზე ხელშეკრულება გაუფორმა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციამ 41 ძაღლი გორში გადაიყვანა, 23 კასტრაცია, 18-ს კი სტერილიზაცია ჩაუტარა. ძაღლები აცრეს, დაბირკეს და ისევ ქუჩაში დააბრუნეს. თითოეულზე 120 ლარი დაიხარჯა.

 


| Print |