საზოგადოება
თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა.

ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ წუთებში ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, პაციენტი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. მას ჭრილობები თავისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული, თუმცა კლინიკაში არ აკონკრეტებენ არის თუ არა ეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: 1tv.ge

 

| Print |