საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში ექვს პირს მართვის მოწმობაზე ქულები ამოეწურა

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2019 წლის მე-3 კვარტლის მონაცემები იმ პირების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები დააკლდათ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში მართვის მოწმობის მოქმედების უფლება 125 ადამიანს შეუჩერდა. აქედან რვამ გამოცდა ხელახლა ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ უწყების სტატისტიკის მიხედვით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად ყველაზე მეტ - 61 პირს დედაქალაქში ამოეწურა. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, სადაც ქულები 15 პირს ამოეწურა. მე-3 ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთია, სადაც დოკუმენტის მოქმედება 8 პირს შეუჩერდა. მე-4 პოზიციაზე კი იმერეთი, სადაც ქულები სრულად შვიდ პირს ამოეწურა. სამცხე-ჯავახეთში კი ასეთი მხოლოდ ექვსი მოქალაქეა. 

ამასთან, შს სამინისტროს მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებულ 100 ქულიანი სისტემიდან სხვადასხვა დარღვევის გამო, ქულები დაკლებული აქვს170 249 ადამიანს, ხოლო 1 025 068 პირს სრულად აქვს შენარჩუნებული მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა.

 

| Print |