საზოგადოება
ახალციხის მთავარი ნაძვის ხე 26 დეკემბერს საზეიმოდ აინთება

 

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. ღონისძიებები 26 დეკემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ახალციხის ცენტრალურ პარკში 17:00 საათზე მაყურებლის წინაშე წარსდგება „ორი ჯუჯა“ - ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი მეგობრებთან ერთად. 18:30 საათზე ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართება. იმღერებს ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“.

18:45 საათზე ნინო გველესიანის, Dudey-ს და მარიამ ნანობაშვილის მონაწილეობით კონცერტი დაიწყება. პარალელურად გაიმართება საქველმოქმედო აქცია - მოხალისე ახალგაზრდები გაყიდიან ჩაის, ყავას და ტკბილეულს. შემოსული თანხა ჩაირიცხება ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად.

მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებას გაახალისებენ ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი მსახიობები.

 

| Print |