საზოგადოება
მაგისტრალის დაზიანების გამო, ახალციხის 15 ქუჩას წყალი შეუწყდა

 

ქალაქ ახალციხეში, 15 ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ამბობენ, რომ მიზეზი ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებაა. სასმელი წყლის გარეშე 1 822 აბონენტია დარჩენილი. კომპანიაში განაცხადეს, რომ წყლის მიწოდება 17:00 საათიდან აღდგება.

მილი იაძის ქ #2, გამსახურდიას ქუჩაზე და კოსტავას ქ#61 დაზიანდა, რის გამოც ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა. ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები. 

„დიდიმამიშვილის, გორგასლის, მესხეთის, ფარნავაზ მეფის, ნათენაძის, რუსთაველის, კოსტავას, თამარ მეფის, ა.ივერიელის, თაბუკაშვილის, იაძის, მანველიშვილის, დანიელაშვილის, მიქუტიშვილის და სულხან საბას ქუჩებზე 11:00 საათზე შეუწყდათ წყალმომარაგება“, - წერია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ განცხადებაში.

| Print |