საზოგადოება
„ნინოწმინდის“ საბაჟოს თანამშრომლები ხატია პარუნაშვილის და შეჭირვებულების დასახმარებლად გაერთიანდნენ

 

საბაჟო გამშვები პუნქტის „ნინოწმინდას" თანამშრომლებმა საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია გამართეს. მებაჟე-ოფიცრებმა საკუთარი სახსრებით სურსათი, ტკბილეული და საჩუქრები შეიძინეს და ნინოწმინის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს და ერთ მარტოხელა, უკიდურესად შეჭირვებულ 80 წლის სვეტა არაკელიანს სახლში მიუტანეს. სურსათის გარდა, ოჯახებს ფულადი თანხაც გადაეცათ.

საახალწლო საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა შეგროვებული თანხის ნაწილი ხატია პარუნაშვილის ანგარიშზე ჩარიცხეს, რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს.
| Print |