საზოგადოება
ბროწეული - სომხური თემის საახალწლო ტრადიცია (ვიდეო)
არუთუნიანების ოჯახში შობა-ახალ წელს შერეული ტრადიციით ხვდებიან. იმის გამო, რომ ოჯახის დიასახლისის დედა ქართველია, სადღესასწაულო სუფრაზე ტოლმასთან ერთად საცივსაც შეხვდებით.

სუჯუხი, ბასტურმა, ყაურმა - ეს მცირე ჩამონათვალია იმ კერძების, რომელიც საახალწლო სუფრას უნდა ამშვენებდეს. ლეილა არუთუნიანი საზეიმო სუფრისთვის ორი სახეობის ტოლმას ამზადებს.

ახალი წლის სომხური ტრადიციაა მანჯალელუია, რა დროსაც ბავშვები კარდაკარ დადიან. მასპინძლები მათ ტკბილეულით ასაჩუქრებენ.

ოჯახში კამერასთან ქალები აქტიურობენ. როგორც ყველა ახალგაზრდას ანაც 2020 წლისგან ყველაფერს საუკეთესოს ელის.

ორივე ერის - ქართულის და სომხურის ტრადიციებს კარგად იცნობს, თუმცა საახალწლოდ ყველაზე განსხვავებულადბროწეულის კურთხევის ტრადიციას მიიჩნევს.

ბროწული სომხებისთვის სიცოცხლის სიმბოლოა. ახალ წელს ბროწულის კურთხევა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ შვიდი წლის წინ დაიწყო.
| Print |