საზოგადოება
საბა ზოსიშვილს დახმარება ჭირდება
ეს საბა ზოსიშვილია 17 წლის მარტვილის ახალგაზრდული იდეის წევრი ძალიან თბილი, კეთილი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა.

მას სასწრაფოდ სჭირდება გულის გადანერგვა. ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს ბელორუსიაში სადაც უკვე ელოდებიან.

ოპერაციისთვის საჭიროა 105 ათასი დოლარი. მეზობლებმა, ახლობლებმა და ადგილობრივმა ბიზნესმენებმა შეძლეს შეეგროვებინათ თანხის თითქმის ნახევარი. დახმარებას დაგვპირდა სახელმწიფო სტრუქტურებიც.

ოჯახს თქვენი გულისხმიერების იმედი აქვს, რომ დაეხმარებით თუნდაც მცირე წვლილით.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპერაციის შემთხვევაში ჩვენ, ყოველგვარი რისკის გარეშე, კიდევ ერთ ახალგაზრდას ვჩუქნით სიცოცხლეს.

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი: GE03BG0000000162128496
თბს ბანკი GE40TB7298545064300012
მიმღები: მალხაზ ზოსიშვილი
| Print |