საზოგადოება
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში ხანძარია (ვიდეო)

 

ქალაქ ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარია.

დაკეტილ სახლში დაკვამლიანება თავდაპირველად, მეზობლებმა შენიშნეს.

მათი თქმით, მეპატეონეები თბილისში არიან.

ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებული არავინაა.

ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ მოხერხდა.

უცნობია ზარალის ოდენობაც, რაც მეპატრონეს მიადგა.
| Print |