საზოგადოება
ახალციხეში სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ახალციხეში აღნიშნეს. სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, ეროვნული სიმბოლო ანსამბლ „მესხეთის“ წევრმა აღმართა.

სახელმწიფო დროშის დღე მოსახლეობას მიულოცეს ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები საკუთარი სახლების სახურავებზე აღმართონ და აივნებიდან გადმოფინონ.

| Print |