საზოგადოება
ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს საზოგადოების თანადგომა ესაჭიროება
ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილს, 1 წლის ალექსი პატურაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ბიჭუნას ცოტა ხნის წინ ღვიძლზე სიმსივნური წანაზარდი აღმოაჩნდა, რისთვისაც აუცილებელია სასწრაფო მკურნალობა, მკურნალობისთვის კი კოლოსალური თანხებია საჭირო.

პატარა ალექსის ავთვისებიანი, იშვიათი ფორმის რაბდოიდული სიმსივნე დაუდგინდა. ამ ეტაპზე საუბარია 100 ათას ამერიკულ დოლარზე.

ბავშვი ამჯერად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული და საჭიროებს სასწრაფოდ გადაყვანას საზღვარგარეთ.

ანგარიშის ნომერია: GE54BG0000000161812619 (საქართველოს ბანკი);

მიმღები ბექა პატურაშვილი (ალექსის მამა).
| Print |