საზოგადოება
უხვი ნალექის გამო, მთიან ზონებში ზვავი და მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი
4 თებერვალს საქართველოში წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარიც.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
| Print |