საზოგადოება
ასპინძელ მარიამ ოთანაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
22 წლის მარიამ ოთანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ასპინძის სოფელ ნაქალაქევის მკვიდრს თირკმლების ქრონიკული დაავადების მე-5, ტერმინალური სტადია აქვს.

მარიამი მკურნალობის კურსს "მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ - ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში" გადის.

მისი სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა ძვირადღირებული ოპერაცია საზღვარგარეთ (50 000 აშშ. დოლარი), რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. 

„მჯერა, ყველაფერს შევძლებთ! ჩვენ მთელს სამეგობროს, საახლობლოს, სოფელს და რაიონს, ქვეყანას გვჭირდება ერთ მუშტად შეკვრა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მარიკუნა გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს ოჯახს და სოფელს“, - წერს მარიამის მეგობარი გიორგი მაღრაძე.

საბანკო რეკვიზიტებია:

თიბისი ბანკი - GE46TB7414645061100083

საქართველოს ბანკი - GE42BG0000000131130183

მიმღები მარიამი ოთანაძე
| Print |