საზოგადოება
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს ორ დღეში, ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 12-13 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვა შედარებით შესუსტდება. ქვეყნის მასშტაბით ნალექიანი ამინდი კვლავ შენარჩუნდება. ბარში წვიმა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.

"12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება",-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

თუმცა 15 თებერვლამდე ტემპერატურა ღამით მინუს -10 გრადუსამდე დაიწევს.
| Print |