საზოგადოება
"დემოკრატ ქალთა საზოგადოებამ" გოგონათა გაძლიერებისა და ძალადობის პრევენციის პროექტის შედეგი შეაჯამა (ვიდეო)

 

კანადის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, “დემოკრატ ქალთა საზოგადოების” ოფისში, შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პროექტის შედეგები შეაჯამა.

პროექტი სამ მუნიციპალიტეტში - ახალცხეში, ადიგენსა და ახალქალაქში განხორციელდა. ის ეხებოდა გოგონათა და ქალთა გაძლიერებას, გენდერულ თანასწორობას, ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის პრევენციას.

შემაჯამებელ ღონისძიებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თვითმმართველობის წევრები, პროექტის ბენეფიციარები და კანადის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |