საზოგადოება
რელიგიის თავისუფლება და ტოლერანტობის კულტურა - შეხვედრა ახალციხეში
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მთავარი ექსპერტი, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ახალციხელ მოსწავლეებს ესაუბრა. საჯარო შეხვედრა „დემოკრატ მესხთა კავშირში“ გაიმართა. საუბრის თემა საქართველოში ტოლერანტობის კულტურა და რელიგიის თავისუფლება იყო.

თეოლოგმა როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური ნიშნით ტოლერანტობის შესახებ ისაუბრა. აქცენტი გააკეთა რელიგიების თავისუფლების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხზეც. შეხვედრაზე ასევე განიხილეს პრობლემები, რომლებიც კონფესიებს თუ ეთნიკურ უმცირესობებს საქართველოში ექმნებათ.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს ტოლერანტობის ცენტრის ფილმები აჩვენეს, რომელებიც სხვადასხვა რელიგიასა და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს ეხებოდა.

საჯარო ლექცია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის PITA-ს ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირია“.


| Print |