საზოგადოება
ვალეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
გიორგი გოგილაშვილს ექიმებმა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.

მას თავის ტვინის ჰიდროცეფალია (წყალმანკი) აქვს.

პირველი შუნტირების დროს ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ გიორგის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, თუმცა სუბდურულმა ჰემატომამ მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

ორი რთული ოპერაციის შემდეგ გიორგის შუნტირება კიდევ დაჭირდა.

ადაპტაციის პერიოდის გავლის მიუხედავად, 24 წლის ახალგაზრდას საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ესაჭიროება.

ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა თანხის შეგროვება სხვადასხვა მეთოდით გადაწყვიტეს.

15 თებერვალს, ქალაქ ვალეში გიორგი გოგილაშვილის დასახმარებლად , საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.


ანგარიშები:

საქართველოს ბანკი - GE65BG0000000161065327

თიბისი ბანკი - GE77TB7508245064300016

მიმღები - რომან გოგილაშვილი





| Print |