საზოგადოება
,,ბაკურიანობა 2020" დასრულდა
"ბაკურიანობა 2020" დღეს სპორტული შეჯიბრებებით დაიწყო. გაიმართა შეჯიბრი ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომასა და ჰოკეიში.

გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები. სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა 15-16 თებერვალს გაგრძელდა. ორი დღის განმავლობაში სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

ზამთრის კურორტზე „ბაკურიანობა 2020“ გაიმართა.

ე.წ 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა Off-road მაღალი გამავლობის ავტომობილების შეჯიბრი 5 კატეგორიაში, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

გაიმართა Free style jumping show (შეჯიბრი თხილამურებით და თოვლის დაფით), სადაც გამოვლენილი გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

პატარების განწყობის ასამაღლებლად მოეწყო სახალისო საბავშვო თამაშები - (,,ჯოილენდის“ მიმდებარე ტერიტორია).

18:45 საათზე საპატიო ბაკურიანელის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

19:00 საათზე კი ,,ბაკურიანობა 2020 " გალა კონცერტით დასრულდა.

| Print |