საზოგადოება
,,ბავშვისთვის წვნიანის გაკეთება მენატრება" - მარტოხელა დედა ახალციხიდან
ახალციხეში, სატყეო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამწვარი შენობის სარდაფში ოთხი თვე დედა-შვილი ცხოვრობს.

საცხოვრებელი სახლი, სადაც თავს აფარებდნენ, გასული წლის ნოემბერში დაეწვათ.

მარტოხელა ქალს და მის არასრულწლოვან შვილს წასასვლელი არსად აქვთ.

მძიმე სოციალური პირობების მიუხედავად, ქურდაძეები ვერც სოციალურ დახმარებას იღებენ.

ოჯახს საკვები და თუნუქის ფურცელი სჭირდებათ, რათა სარდაფში წყალი აღარ ჩაუვიდეთ.

| Print |