საზოგადოება
ახალციხელ გიდებს პროფესიული დღე მიულოცეს
ახალციხეში გიდების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ პროფესიის ადამიანებს „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ უმასპინძლა. კომლექსის დირექტორმა დავით ტაბატაძემ გიდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და წარმატება უსურვა.

„ახალციხის ციხეს“ 18 გიდი ჰყავს. ისინი ტურისტებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე ახალციხის ციხის ისტორიას აცნობენ.

21 თებერვალს გიდების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1990 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველ 21 თებერვალს აღინიშნება.

| Print |