საზოგადოება
„ახალციხის ციხის“ თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

 

ა(ა)იპ „ახალციხის ციხეზე“, ყველა თანამშრომლის შრომის ანაზღაურება გადახედა. ადმინისტრაციამ ხელფასები გაზარდა.

“შარშან რეორგანიზაცია იმიტომ იყო საჭირო, რომ გაბერილი შტატები შევამცირეთ და ხელფასები გავზარდეთ. დარიცხვით ექნებათ ეს ოდენობა”, - გვითხრა დირექტორმა დავით ტაბატაძემ.

დამლაგებლების შრომის ანაზღაურება 400-დან 500 ლარამდე გაიზარდა, სპეციალისტების - 550-დან 625-მდე. უფროს სპეციალისტებს ხელფასი 100 ლარით მოემატათ და 700 ლარი გაუხდათ. მთავარ სპეციალისტებს შრომის ანაზღაურება 800-დან 900 ლარამდე გაეზარდათ, სამსახურის უფროსებს 1 000-დან 1 250 ლარამდე, უფროსის მოადგილეს 1 200-დან 1 500 ლარამდე გაეზარდა, დირექტორის 1 500-ლარიანი ხელფასი კი 1 900 ლარი გახდა.

„ყოველწლიური სტატისტიკიდან გამომდინარე, ციხეზე გვაქვს შემოსავლების ზრდა. გარკვეული თანხა იხარჯება ციხის მოვლა-პატრონობაზე, ტურიზმის მიმართულებით და კომუნალურ გადასახადებში. ციხე მოიცავს დიდ ტერიტორიას და თანამშრომლებს აქვთ საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი. გამომდინარე აქედან, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მომხდარიყო თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება. რათა კიდევ უფრო დაფასებულიყო მათი შრომა“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც კომპექსიდან ჩვენი განცხადების საპასუხოდ მივიღეთ.

 

| Print |