საზოგადოება
ვალეს საბაჟოზე დეზობარიერებსა და შესაშხურებელ აპარატებს ელოდებიან
ვალეს საბაჟო გამშვებ პუნტქში დეზობარიერებსა და სპეციალურ შესაშხურებელ აპარატებს ელოდებიან, რომელიც დღის ბოლომდე უნდა მიიღონ. დანადგარები საქართველოში რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან შემომავალი მანქანებისა და ადამიანების სადეზინფექციოდ არის საჭირო. უფროსის მოადგილე ზურაბ კენჭუაშვილი განმარტავს, რომ საზღვარზე შეზღუდვები 22 თებერვლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველომ ირანთან მგზავრების შემოყვანაზე შეზღუდვები დააწესა.

,,მთავრობის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია მგზავრების შემოყვანა ირანიდან საქართველოში. ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება. ამ ეტაპზე, გადაადგილებისთვის დარჩენილია სახმელეთო საზღვარი, თუმცა დაწესდა მკაცრი შეზღუდვები. საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და არ გამორიცხავს სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასაც“. 


ზურაბ კენჭუაშვილის განმარტებით, მას შემდეგ რაც შეზღუდვები დაწესდა, თითქმის აღარ ხდება ირანის მოქალაქეების ან ირანში მყოფი ტურისტების მიმოსვლა საზღვარზე. კორონავირუსის გამო, კიდევ უფრო გამკაცრებულია კონტროლი თურქეთის საზღვარზე.
| Print |