საზოგადოება
ახალციხეში საბჭოთა ოკუპცია გაიხსენეს

 

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა, სადაც 99 წლის წინანდელი ოკუპაცია და რუსულ არმიასთან ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერები გაიხსენეს. ხსოვნის საღამოში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ახალგაზრდებმა, დამსწრე საზოგადოებისთვის, ქართველი ჯარისკაცების თავგანწირული ბრძოლის შესახებ ისტორიები წაიკითხეს.

ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. მას ადგილობრივები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

99 წლის წინ, 25 თებერვალს, ბოლშევიკების მე-11 არმია თბილისში შემოვიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა. თავისუფლებისათვის ბრძოლას კოჯორსა და ტაბახმელის მისადგომებთან არაერთი იუნკერი შეეწირა.

 


| Print |