საზოგადოება
ახალციხის ცენტრალური ქუჩა გადათხრილია
ქალაქ ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ორი დღეა გზა გადათხრილია. ადგილობირვი მოსახლეობა ამბობს, რომ სასმელი წყლის მილი 26 თებერვალს დაზიანდა. მას შემდეგ დილიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და არ არის დასრულებული. ამის გამო, მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში" ამბობენ, რომ დიდიმამიშვილის ქუჩაზე რამდენიმე რთული დაზიანებაა. მათი დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია.

„დაახლოებით 35-მდე ოჯახს არ აქვს წაყალი. დღეს დილით დაიწყეს სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხვალ კვლავ გააგრძელებენ. რთული დაზიანებაა და ზუსტად არ ვიცი სამუშაოები რამდენ ხანს გაგრძელდება და როდის დასრულდება“ - გვითხრა კომპანიის რეგიონულმა მენეჯერმა ბესიკ ფილაურმა.

| Print |