საზოგადოება
ადიგენელ მაკო ბერიძეს დახმარება ესაჭიროება
მაკო ბერიძე ერთ-ერთ რთულ დაავადებას ებრძვის. 40 წლის ქალს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ყოფილი რექტორის, მერაბ ბერიძის რძალია, სამი თვის წინ ამეოტროფიული ლატერალური გვერდითი სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს.

,,ეს სიცოცხლით სავსე მაკო ბერიძეა, დედა, მეუღლე და უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ეს ცხოვრება ადვილად დათმოს...

მაკოს დაუდგინდა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი (ALS, БАС).

ეს არის პროგრესირებადი დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული ნეირონების დეგენერაციით თავის ტვინის ქერქში, ღეროში და ზურგის ტვინის ვენტრალურ ნაწილში.

ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა და ახასიათებს კუნთების პროგრესირებადი სისუსტე. მიმდინარეობს კუნთების ატროფია, რომელიც თავდაპირველად ვლინდება კიდურების, აქსიალურ, ბულბურ ან რესპირატორულ კუნთებში. შესაბამისად, პაციენტი ეტაპობრივად კარგავს მოძრაობის და მეტყველების უნარს. ილევა და დუნდება სხეულის ყველა კუნთი.

დაავადება გენერალიზდება შეუჩერებლად, იწვევს პროგრესირებად ქმედუუნარობას და საბოლოო ჯამში სიკვდილს, მეტწილად სუნთქვის უკმარისობის შედეგად.

მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ნებისმიერ წუთს შეიძლება აღმოვჩნდეთ ფატალური შედეგის წინაშე.

მაკოს უკვე დაავადების ყველა სიმპტომი გამოუვლინდა. ფაქტიურად პარალიზებული აქვს ხელები, უჭირს მეტყველება და პროცესი უკვე ვლინდება ქვედა კიდურებზეც.

პარალელურად ხდება კლინიკების მოძიება, თუმცა იმედისმომცემი პასუხი მივიღეთ მხოლოდ კორეის რესპუბლიკაში არსებული “Cell Therapy Center, Hanyang Univ. Medical Center”-დან, რომლებიც გვთავაზობენ ღეროვანი უჯრედებით მკურნალობას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია პაციენტი გაემგზავროს კორეაში (პრეპარატის ტრანსპორტირება არ ხდება, ვინაიდან მხოლოდ 48 საათი აქვს ვადა).

მკურნალობის კურსი მოიცავს 3 ეტაპს, რომელთაგან თითო დაახლოებით 36 000$ ჯდება, ჯამში 108000$, რასაც ემატება ადგილზე განსახორციელებელი კვლევებისა და ჰოსპიტალიზაციის ხარჯები.

დაგვეთანხმებით, ამ მოცულობის თანხის მობილიზება, ერთი ჩვეულებრივი ოჯახისთვის შეუძლებელია. ამიტომ გადავწყვიტეთ გავერთიანდეთ და დავეხმაროთ მაკოს ამ უმძიმესი დაავადების დაძლევაში.

ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ყველა წუთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აქ არ არსებობს ბევრი და ცოტა, აქ თითოეული თეთრი ერთნაირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია"
.

მაკოს ორი შვილი ჰყავს - 17 და 18 წლის ბიჭები. ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ადიგენის რაიონის სოფელ უდიდან არის. ვისაც მისი დახმარების სურვილი აქვს, შეუძლია თანხა ანგარიშზე ჩარიცხოს.

საქართველოს ბანკი: GE47BG0000000161920997
თიბისი ბანკი: GE77TB7060345061100071
მიმღები ბექა ბერიძე
| Print |