საზოგადოება
სამედიცინო ნიღბის მოხმარების წესები
გადამდები ვირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად, აუცილებელია ნიღბის მოხმარების წესების ზედმიწევნით ცოდნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჯანმრთელმა ადამიანმა ნიღაბი უნდა ატაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი უვლის ახალი კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს.

თუ ახველებთ ან აცემინებთ, გაიკეთეთ ნიღაბი.

ნიღბის ტარება ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირ დამუშავებასთან ერთად სპირტის შემცველი ხსნარით ან საპნით და წყლით.

ნიღბის გაკეთებამდე დაიბანე ხელები საპნით და წყლით, ან დაიმუშავე სპირტის შემცველი ხსნარით.

ნიღაბი უნდა ფარავდეს ცხვირისა და პირის მიდამოს.

მოხმარებისას არ შეეხოთ ნიღაბს: შეხების შემთხვევაში, დაიბანეთ ხელები.

დაბინძურებისთანავე შეცვალეთ ნიღაბი. არ გამოიყენოთ ერთჯერადი ნიღაბი განმეორებით.

ნიღბის მოხსნის წესი

არ შეეხოთ ნიღბის წინა ნაწილს,

მოხსნისთანავე გადააგდეთ უახლოეს დახურულ ნაგვის ურნაში,

დაიბანეთ ხელები საპნით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით,

26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

სულ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |